„შეხვდი მეცნიერს“ – ლელა წიწუაშვილი

5 მარტს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის ონლაინსაუბრების სერიის – „შეხვდი მეცნიერს“ ფარგლებში, მომდევნო შეხვედრა გაიმართება  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორთან, პროფესორთან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის დროებითი გამოფენების კურატორთან ლელა წიწუაშვილთან.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ლელა წიწუაშვილი ისაუბრებს მხატვარ დიმიტრი (მიტო) ხახუტაშვილის (1927-2009) ჟანრობრივად და სტილისტურად მრავალფეროვანი შემოქმედების შესახებ, რომელიც თითქმის უცნობია საზოგადოებისათვის.
შეხვედრა გაიმართება. დასასწრებად, სავალდებულოა რეგისტრაცია: shorturl.at/mJMR0

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები