საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 276 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 276 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 276 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 10 678 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 456, პისიარტესტით – 5 222.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,25 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,65 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,25 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 271 872 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 081 გამოჯანმრთელდა, 3 553 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 316, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 426 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 150 პირი.

ამასთან, 3 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 119 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები