პაატა იმნაძე: ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რაიმე მოგვცენ

ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რაიმე მოგვცენ, ასეთ სიტუაციაში ვართ, – ასე ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმას უჩივლოს.

როგორც იმნაძე აცხადებს,  შეგვექმნა სიტუაცია, რომ ვაქცინა სხვა გზებითაც უნდა ვეძებოთ და „დიდი ხანია მუშაობა მიდის“. მისივე თქმით, შეიძლებოდა ჩინური ვაქცინა ქვეყანაში გაცილებით ადრე ყოფილიყო შემოსული, თუმცა ჯერ „ჯანმოს“ რეკომენდაცია არ მიუღია.

„თქვენ ზევითა ხართ, მე ქვევით, როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?“ – ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რაიმე მოგვცენ, ასეთ სიტუაციაში ვართ”, – განაცხადა იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები