ვაშინგტონში, 4 მარტს მოსალოდნელი პროვოკაციების გამო, უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული

კაპიტოლიუმის პოლიცია ვაშინგტონში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას გეგმავს მას შემდეგ, რაც დაზვერვისგან მიიღო ინფორმაცია 4 მარტს მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით.

შესაბამისი ინფორმაცია პოლიციის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.

თებერვალში CNN იტყობინებოდა, რომ კაპიტოლიუმის პოლიციამ 12 მარტამდე ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 4900 წევრის ყოფნა მოითხოვა იმ შემთხვევისთვის, თუ მოხდება დონალდ ტრამპის მომხრეთა მხრიდან არეულობის მოწყობა.

საქმე ისაა, რომ 1933 წლამდე აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია სწორედ 4 მარტს იმართებოდა, შესაბამისად – ისინი, ვინც არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან, შესაძლოა, ამ დღეს კაპიტოლიუმთან კვლავ შეიკრიბონ.

იანვარში ეროვნული გვარდიის მეთაურმა, გენერალმა დენიელ ჰოკანსონმა განაცხადა, რომ 7 ათასი სამხედრო ვაშინგტონში მარტის შუა რიცხვებამდე დარჩება, მოსალოდნელი არეულობების არიდების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები