ნიდერლანდებში კორონავირუსზე ტესტირების ცენტრთან აფეთქება მოხდა

ნიდერლანდების ქალაქ ბოვენკარსპელში კორონავირუსზე ტესტირების ცენტრთან აფეთქება მოხდა.

NOS-ის ინფორმაციით, აფეთქება 06:55 საათზე მოხდა.

წინასწარი ვერსიით, აფეთქების მიზეზი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გახდა, რომელიც მილში იყო დამონტაჟებული.

პოლიციის მონაცემით, ცენტრთან აფეთქების მომენტში დაცვის ერთი თანამშრომელი იყო, თუმცა, ის არ დაშავებულა. აფეთქების ტალღამ შენობაში მინები ჩაამსხვრია.

ადგილზე გამნაღმველების ჯგუფი მუშაობს. რაიონი პოლიციის მიერ არის შემოსაზღვრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები