1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3252 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3252 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3252 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3268 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9976 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0101 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0125 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ, 3 მარტს შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები