კახა კახიშვილი: ,,საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებში რიგ საკითხებს მხარს არ დავუჭერ, რადგან ვფიქრობ, ეს საკითხები საერთოდ არანაირ კავშირში არაა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან

,,საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც, სამწუხაროდ, მხარს არ დავუჭერ, რადგან ვფიქრობ, ეს საკითხები საერთოდ არანაირ კავშირში არ არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან”, – ამის შესახებ დეპუტატმა, კახა კახიშვილმა განაცხადა.

კახა კახიშვილი თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებული თემების განხილვაში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართვას ითხოვს.

„მინდა, შევეხო „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს. მინდა, მადლობა გადავუხადო საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფს, მაგრამ ამავდროულად, მოგეხსენებათ, არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, მათ შორის, მემორანდუმი სანამ შედგებოდა, მანამდეც მითქვამს, რომ არის ამ ცვლილებებში რიგი საკითხები, რომელსაც, სამწუხაროდ, მხარს არ დავუჭერ, რადგან ვფიქრობ, ეს საკითხები საერთოდ არანაირ კავშირში არ არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან, ზოგიერთ საკითხზე ვსაუბრობ და არა – ყველაზე, არამედ, ეს არის რაღაც აბსტაქციულად მოტანილი თემა, რომელიც ვფიქრობ, გააზრებულიც არაა. საკითხი ეხება მაჟორიტარების შეკვეცას საკრებულოებში. მიმაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ საარჩევნო ჯგუფის ფარგლებში არასწორი იქნება. აუცილებელია, ჩაერთონ თვითმმართველობის ექსპერტები, რომლებიც შეაფასებენ ამ საკითხს.

საკრებულო და თვითმმართველობა და მისი არსი ისაა, რომ მეტი კონტაქტი ჰქონდეს არჩეულ ადამიანებს მოსახლეობასთან. ამ დიდ ნაწილს პასუხისმგებლობის, ამ შემთხვევაში იღებს მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი, რომელიც იმავე რაიონიდანაა, სადაც ირჩევენ. შესაბამისად, ყოველდღიურ კომუნიკაციაშია მოსახლეობასთან. რთულად წარმომიდგენია, რომ პროპორციულად არჩეული ადამიანი, საკრებულოს წევრი ყოველდღიურ რეჟიმში იყოს კომუნიკაციაში მოსახლეობასთან. თუ ამოცანა არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლება ფაქტობრივად მოწყდეს ხალხთან კონტაქტს, თქვენც მოგეხსენებათ, რომ არცერთი ხელისუფლების ძლიერი მხარე არ არის ადამიანებთან ყოველდღიური კონტაქტი. რაც მეტი ხიდი გაუქმდება პირდაპირი ვალდებულებითი კონტაქტის, თუნდაც, მით უფრო მალე დასრულდება ხელისუფლება. თუ ეს არის მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა შევუქმნათ ჩვენს ხალხსა და „ქართულ ოცნებას“, დისკომუნიკაციაში შევიყვანოთ მოსახლეობასთან, მაშინ გასაგებია, თუ – არა, არსს ვერ ვხედავ“, – განაცხადა დეპუტატმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები