შალვა პაპუაშვილი: პარლამენტს წარვუდგენთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტს, რომელიც დაასრულებს ყველა სახის სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს პარლამენტს წარედგინება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც დაასრულებს ყველა სახის სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.
,,დღეს ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტს, რომელიც შეუმშავდა სამუშაო ჯგუფში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციის საფუძველზე. ეს პროექტი ფუნდამენტურად დახვეწს როგორც საარჩევნო სისტემას, ისე – საარჩევნო პროცედურებს და დაასრულებს ყველა სახის სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.