ზურაბ ჯაფარიძე: თუ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს

ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი დიალოგია, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მეტი კონსტრუქციულობა, მეტი მზაობა სერიოზული დიალოგისთვის, – ამის შესახებ “მეტი თავისუფლება – გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, აქციებზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ სავარაუდოდ, გაგრძელდება.

“ბატონმა პრეზიდენტმა ჩვენთან და “ქართულ ოცნებასთან” საუბრის შემდეგ პუნქტები დადო, რომლის გარშემო ის თვლის, რომ მნიშვნელოვანია მომავალში მოლაპარაკებების გაგრძელება. ეს პუნქტები იგივეა, რაც ისედაც იდო მოლაპარაკების მაგიდაზე და პლიუს დამატებულია ორი პუნქტი. ერთი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, მეორე კი ძალაუფლების დანაწილებას ეხება. ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი დიალოგია, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მეტი კონსტრუქციულობა, მეტი მზაობა სერიოზული დიალოგისთვის. აქციებზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ სავარაუდოდ, გაგრძელდება. თუ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები