მაკა ბოჭორიშვილი: “ქართული ოცნებისთვის” მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პროცესები წარიმართოს კონსტრუქციულ რეჟიმში
“ქართული ოცნებისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პროცესები წარიმართოს კონსტრუქციულ რეჟიმში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე აზრით, “ქართული ოცნებისთვის” მნიშვნელოვანია ისეთი შედეგის მიღება, რომელიც სასიკეთო იქნება ქვეყნისთვის.
“ჩვენ ვაპირებთ იმას, რომ დიალოგში მივიღოთ მონაწილეობა. “ქართული ოცნებისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პროცესები წარიმართოს კონსტრუქციულ რეჟიმში, ვესაუბროთ ერთმანეთს, გვქონდეს დიალოგი და რა თქმა უნდა, მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.