„შეხვდი მეცნიერს“ – ნაზი ხუნდაძე

2 მარტს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის ონლაინ საუბრების სერიის – „შეხვდი მეცნიერს“ ფარგლებში, მომდევნო შეხვედრა გაიმართება ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის უფლისციხის ფონდის კურატორთან. ნაზი ხუნდაძესთან.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, მეცნიერი ისაუბრებს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულ საკულტო-სარიტუალო შავპრიალა ჭურჭელზე უფლისციხის ფონდიდან. ფონდში ინახება უფლისციხესა და მის შემოგარენში 1957-2004 წლებში მოპოვებული არტეფაქტები. აქ დაცული მასალა ქრონოლოგიურად მოიცავს პერიოდს ძვ.წ. IV ათასწლეულის II ნახევრიდან ახ.წ. XVIII საუკუნის ჩათვლით. ამავე ფონდში დაცულია ახ.წ. დასაწყისის (I-V სს.) მასალა და იმპორტული ნაწარმი.
შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება ექსპონატების იმ ჯგუფზე (კერამიკა, ოქროს ნივთები), რომლებიც მოპოვებულია შიდა ქალაქის ე.წ. ხევიდან. ეს ნაწარმიც საკულტო დანიშნულებისაა და მათი თარიღი ძვ.წ. IV-I საუკუნეებს მოიცავს.
შეხვედრა ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება. დასასწრებად, სავალდებულოა რეგისტრაცია: shorturl.at/dyPT3

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები