გია ვოლსკი – სჭირდება კი, საქართველოს დესტრუქციის ისეთი მასშტაბი, რომელიც მას დაანგრევს საბოლოოდ და ჩააგდებს ამ ოკუპანტი ძალის გავლენის ქვეშ, უფრო მეტად დაუქვემდებარებს იმ დესტრუქციულ პროცესებს, რაც რეგიონში მიმდინარეობს

სახელმწიფო ეცდება, გამოხატვის უფლება იყოს დაცული და ასევე, დაცული იყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვინც კარვებში არიან და მათი უსაფრთხოებაც, ვინც კარვებში მყოფთა მიმართ აგრესიულად არის განწყობილი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საკანონმდებლო ორგანოს წინ კარვების გაშლის საკითხზე.

მისი თქმით, სახელმწიფო ეცდება რომ ყველა მხარის გამოხატვის უფლება იყოს დაცული.

„არსებობს კანონი, არსებობს რეალობა, რასაც დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი გარკვეული ნიშნები ჰქვია, თუნდაც უშველებელი რაოდენობა ადამიანებისა გამოხატავს თავის უკმაყოფილებას იმ დისკომფორტით, რაც შეიძლება კარვების ამ რაოდენობის გაშლამ გამოიწვიოს, მაგრამ სახელმწიფო ეცდება რომ გამოხატვის უფლება იყოს დაცული და ასევე დაცული იყოს უსაფრთხოება იმ ადამიანების, ვინც კარვებშია და იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, ვინც ამათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი.

კარვების ქალაქი და დესტრუქციის ესეთი ხარისხი, რომელიც საქართველოში შეიძლება, შეიქმნას და ესენი რასაც გვპირდებიან, რასაკვირველია, კიდევ დამატებითი ანალიზის საფუძველს იძლევა და დასკვნების საფუძველს, შეუძლია კი, ასე გამოხატულ პრორუსულ ძალას ასეთ გამოხატულ პროდასავლურობის დამჩემებელ ძალასთან ერთად შექმნას ის გარემო, რომელიც საქართველოს სჭირდება, – ეს პირველი საკითხია, მეორე საკითხია – სჭირდება კი, საქართველოს დესტრუქციის ისეთი მასშტაბი, რომელიც მას დაანგრევს საბოლოოდ და ჩააგდებს ამ ოკუპანტი ძალის გავლენის ქვეშ, უფრო მეტად დაუქვემდებარებს იმ დესტრუქციულ პროცესებს, რაც რეგიონში მიმდინარეობს, სჭირდება კი ეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ერთადერთი პრაქტიკულად დასაყრდენი ძალა ამიერკავკასიაში, იყოს შერყეული.

აქედან გამომდინარე, საზოგადოება გაცილებით უფრო საღ პასუხებს იძლევა, ვიდრე ეს მითითებები, რაც ოპოზიციის გარკვეული ძალებიდან მოდის. თუკი ვინმე ამას ეწინააღმდეგება, საწინააღმდეგო კომენტარები და განცხადებები საღი გონებით არის გაკეთებული, თუმცა იცით, რომ ჩემი პოლიტიკური სიმპატიები ნამდვილად არ არის მიმართული რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, თუნდაც მათ მიმართ, ვინც ერთმანეთს აგინებს, რადგან ეს გინებაც საკმაოდ ბევრი იყო სულ ახლახან და რაღაც „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ შეკრებილი ძალა აშკარად გრძნობს, რომ გავლენა და დაქვემდებარება არის მთავარი ამოცანა, რომელსაც სააკაშვილის ხედვა გულისხმობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები