ანაგაში წყალმომარაგების პროექტი დაიწყო

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში უწყვეტი წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი დაიწყო.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ამის შესახებ ” რეგიონულ კვირას” ადგილობრივი მერიიდან აცნობეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი,
პროექტი, ჯამურად, მუნიციპალიტეტის 13 სოფელში განხორციელდება.

” სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელში: ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, საქობოში, ბოდბისხევში, ჯუგაანში, ტიბაანში, ქვემო მაჩხაანში, ბოდბეში, ქვემო მაღაროში, ილიაწმინდაში, ხორნაბუჯსა და ხირსაში უწყვეტი წყალმომარაგების ახალი პროექტი სოფელ ანაგიდან დაიწყო.

პროექტს წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ახალი სისტემები, ქსელები, ჭაბურღილები, საქლორატორო და რეზერვუარები მოეწყობა.
პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია. მისი დასრულების შემდეგ, მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები