ილჰამ ალიევი: სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს

“სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებთან ვიდეოფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცეპრემიერების დონეზე სამუშაო ჯგუფის საქმიანობაზე საუბრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი მუშაობის შედეგები მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის.

„როგორც თურქეთს, ასევე, ირანს და მომავალში, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლიათ, შეუერთდნენ ამ პლატფორმას“, – განაცხადა ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები