მიხეილ სააკაშვილი: მე არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ

“მე არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსული ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, საქართველოში ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას მისი პოპულარობა არ მოსწონდა, ამიტომ, ოპოზიციური ერთობის დარღვევა არ სურდა.

„გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს  60-დან 70%-მდე მოქალაქეებს სურთ, რომ მე დავბრუნდე. ამასთანავე, ნიკა მელიას აქვს ძალიან ფართო და დიდი მხარდაჭერა. ჩვენ ის პარტიის თავმჯდომარედ ავირჩიეთ ელექტრონული ხმის მიცემის პრინციპით და პირველი პარტია გავხდით რეგიონში, ვინც პარტიული არჩევნები ელექტრონული ხმის მიცემის პრინციპით ჩაატარა, ამან ძალიან კარგად იმუშავა. მე არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს პირობას. ყოველთვის მზად ვიყავი დახმარებისთვის, ამავდროულად, არ მინდოდა, ხელი შემეშალა ოპოზიციური ერთიანობისთვის, რადგან რომელიღაც ოპოზიციურ პარტიას არ მოსწონდა, რომ მე ვიყავი ყველაზე პოპულარული, ჩვენ კი უმრავლესობა გვჭირდებოდა და არა პირველი ადგილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები