სალომე ზურაბიშვილი: კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა!

კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს!

მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი მეუღლის ნათესავზე თავდასხმის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები