აშშ-ის საელჩო – “მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეებიც”

აშშ-ის საელჩო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს გმობს. საელჩო მოუწოდებს ხელისუფლებას, ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეებიც გამოიძიონ.

,,აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები”, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

შსს-მ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე 3 პირი დააკავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები