„დაუმთავრებელი სპექტაკლის ქრონიკა” – ფილმის ჩვენება

27 თებერვალს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი წარმოადგენს დავით გუჯაბიძის დოკუმენტურ ფილმს – „დაუმთავრებელი სპექტაკლის ქრონიკა”.
„უხუცესი თეატრის რეჟისორი ქალბატონი – ცნობილი პედაგოგი ლილი (ელენე) იოსელიანი მუშაობს თავის უკანასკნელ სპექტაკლზე. 90 წლის შეუპოვარი ქალი მრავალ წინააღმდეგობას სძლევს, რათა თავისი მნიშვნელოვანი მესიჯები მიაწოდოს მაყურებელს. სამწუხაროდ, სპექტაკლის დაგეგმილ პრემიერამდე 1 თვით ადრე მისი საათი სამუდამოდ ჩერდება“, – აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/424306701984706/
ფილმის ჩვენება გაიმართება პირდაპირ ფორმატში, ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები