გიგი უგულავა: დღეს ვინც ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, ზოგი იდეურად, ზოგი შიშით, ზოგი ანგარებით, ნებსით თუ უნებლიედ, მე-11 არმიის წევრები ხდებით

“დღეს ვინც ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, ზოგი იდეურად, ზოგი შიშით, ზოგი ანგარებით, ნებსით თუ უნებლიედ, მე-11 არმიის წევრები ხდებით. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება კონსოლიდაცია XXI საუკუნის მომავლის საქართველოსთვის”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„100 წელი გავიდა, რაც ჩვენ, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საზიზღარი, ავი და არაადამიანური ექსპერიმენტის ნაწილი გავხდით. დიახ, კომუნიზმი კიდევ უფრო მძიმე უღელი იყო, ვიდრე მხოლოდ ოკუპაცია. ამ არაადამიანური ექსპერიმენტის ნარჩენები ჯერ კიდევ ხეთქავს ვულკანივით, არ გვაძლევს განვითარების საშუალებას, რადგან ნახევრად ოკუპირებულ, მაგრამ უკვე დამოუკიდებელ ქვეყანას კვლავ გვიჭირს თავისუფლებისთვის თვალის გასწორება, პასუხისმგებლობის აღება. დღესაც იმავე გამოწვევის წინაშე ვართ, როცა ქვეყანას მენტალურად საბჭოთა, გეოპოლიტიკურად რუსი, სოციალურად – აღზევებული მდაბიო და პერსონალურად მატყუარა ადამიანი დაეპატრონა. დამოუკიდებლობის დღიდან საქართველო არასდროს ყოფილა ასე შინაარსობლივად მსგავსი თავის დამპყრობლისა. მე-11 საბჭოთა არმიას, კომპარტიის სულიერ მემკვიდრეებს ჩვენი ჯიბიდან ვინახავთ. დღეს ვინც ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, ზოგი იდეურად, ზოგი შიშით, ზოგი ანგარებით, ნებსით თუ უნებლიედ, მე-11 არმიის წევრები ხდებით.

დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება კონსოლიდაცია XXI საუკუნის მომავლის საქართველოსთვის ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი კეთილდღეობისთვის დღეს კიდევ ერთხელ და მერამდენჯერ დადასტურდა, რომ ადამიანი ბრძოლისთვის შეიქმნა ან არსებობისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლა დაებედა“, – წერს გიგი უგულავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები