ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება თუ მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა – გვჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ მიღწეული პროგრესი გავაუმჯობესოთ

“მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, რომ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება თუ მოხსნა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა.

“ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება თუ მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, რომ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს, ვინაიდან ჩვენს მთავრობას სჭირდება კარგი კოორდინაცია და გვჭირდება მოსახლეობისგან დახმარება და მხარდაჭერა იმისთვის, რომ მიღწეული პროგრესი, რომელსაც ძალიან ეფექტურად მართავს ჯანდაცვის მინისტრი შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ”, – აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები