საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამავე ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 475 პირი ემსხვერპლა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 501 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 718 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 783 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 362 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 269 800-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.28%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.25%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 470 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 263 727-მდე გაიზარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები