დღეიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნა
დღეიდან, 25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
როგორც პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 8 მარტიდან გაიხსნება სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროებიც.
“25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები კი გაიხსნება რვა მარტიდან“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.