ჭიათურის ორ სოფელში ახალი სკოლები აშენდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – რგანსა და მეჩხეთურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლები აშენდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ მეჩხეთურის სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დაიწყო, რგანში კი შიდა ინტერიერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი.

“ორივე სოფელში დღეს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლები მონიტორინგის ფარგლებში დაათვალიერეს.

რგანისა და მეჩხეთურის სკოლების ასაშენებლად 3 560 000 ლარი დაიხარჯა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ რგანში არსებული საჯარო სკოლის შენობა ავარიული იყო, მეჩხეთურში კი სასწავლო პროცესი კერძო პირის სახლში მიმდინარეობდა”,- ნათქვამია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები