აზერბაიჯანის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა
აზერბაიჯანის პრემიერმინისტრმა, ალი ასადოვმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერად არჩევა მიულოცა.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახური ავრცელებს.
წერილში აღინიშნება, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს, ტრადიციულად, აკავშირებთ მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა.
ასადოვი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის განმტკიცებისთვის, განვითარებისა და სტრატეგიული თანამშრომლობისთვის ნაბიჯები მომავლშიც გადაიდგება.
ირაკლი ღარიბაშვილს კაბინეტს ნდობა პარლამენტმა 22 თებერვალს გამოუცხადა.