„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, ოპოზიცია კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

“უნდა ველოდოთ ყველაფერს იმას, რის უფლებასაც კანონი და კონსტიტუცია გვაძლევს. იქნება პიკეტი, მანიფესტაციები, სადაც შესაძლებელია ყველა ქალაქში, ყველგან სადაც “ქართული ოცნების” დეპუტატები, მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს ყველგან იმიტომ, რომ ეს მიწა არის ჩვენი საერთო მიწა და თუ თქვენ გადაწყვიტეთ, მეგობრებო, რომ ჩვენ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ვიყოთ, ამ ფუფუნებას თქვენ ვერ მიიღებთ. ამიტომ, ყველა დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ, აი, ის სამარცხვინო რამ, რაც მათ მეორეჯერ ჩაიდინეს და მათი კოლეგა რომ ციხეში გაუშვეს, მხოლოდ მაგიტომ იქნება ინდივიდურად სირცხვილის ბოძზე გამოკრული და, ასევე, ტყუილად ჰგონიათ „მასკებში“ დამალულ სამართალდამცველებს, რომ მათი სახელი და გვარი არ ვიცით, ჩვენ უკვე ვმუშაობთ ინდივიდურად ვინც აი, ამ ვანდალურ ოპერაციაში მონაწილეობდა და მათი გვარი ყველა ბოძზე იქნება გამოკრული”, – აღნიშნა უგულავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები