თბილისში გამოვლენილია 213 შემთხვევა, იმერეთში – 61 – კოვიდსტატისტიკა საქართველოში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 443 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 213 შემთხვევა, აჭარაში – 15, იმერეთში – 61, ქვემო ქართლში – 12, შიდა ქართლში – 37, გურიაში – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 39, კახეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 9, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.
ამავე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 692, საიდანაც: 1 600 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 748, აჭარაში – 175, იმერეთში – 323. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 302 პირი, მათ შორის, თბილისში – 104, აჭარაში – 33, იმერეთში – 99. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში – 68, აჭარაში- 8, იმერეთში – 9. 193 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 – თბილისში, 74 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 899 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.