გიორგი გამსახურდია – ,,ნაცმოძრაობას”: დალაგდით გრუ-ს სპეცნაზთან? თუმცა, რა მიკვირს, 90-იანებში გრუ-ს დაკვეთის შემსრულებლები პარტიის ტოპ სიაში გვყავთ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია მიმდინარე მოვლენებს ,,ტვიტერზე” ეხმაურება და ,,ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს.

,,#ენმ დალაგდით გრუ-ს სპეცნაზთან? თუმცა, რა მიკვირს, გრუ-ს დაკვეთის შემსრულებლები 90-იანებში ტოპ სიაში გყავთ პარტიის, გრუ-ს შექმნილი ორგანიზაციის ერთ-ერთი ბობოლა, ტვ დამფუძნებლად და სხვა მრავალი პუტჩისტები სატელიტ პარტიებში. ეგ არის სიმართლე, სამწუხაროდ”, – წერს გიორგი გამსახურდია.

დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს, რის შემდეგაც ოპოზიციამ აქციები დააანონსა. ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები