“შსს-მ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და წარმატებით აღასრულა განჩინება, აღსრულებისთვის კანონით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით” – დავით მათიკაშვილი

“შსს-მ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და წარმატებით აღასრულა განჩინება, აღსრულებისთვის კანონით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების პროცესს.

მათიკაშვილი შს მინისტრსა და პოლიციელებს მადლობას უხდის.

“საქართველო ევროპული გზა გადის კანონისა და სამართლის პატივისცემაზე, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიულ განვითარებაზე, რაც უსამართლობისა და ქაოსის პროპაგანდით, დესტრუქციითა და ძალადობით არ მიიღწევა.

ნიკანორ მელიამ საკუთარი ქმედებით სახელმწიფოს დაუტოვა ერთადერთი უალტერნატივო გზა: აღესრულებინა სასამართლო განჩინება და პროცესები დაებრუნებინა კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. შსს-მ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და წარმატებით აღასრულა განჩინება, აღსრულებისთვის კანონით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით, რისთვისაც გულწრფელი მადლობა შსს -ს მინისტრსა და თითოეულ პოლიციელს!!!!”, – წერს მათიკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები