„ეს პროცესი მოსკოვიდან იმართება, სათავეში კი სააკაშვილი და КГБ-ის გენერალი ბიძამისი უდგანან“ – გოგა ხაინდრავა

“ნიკა მელია რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, ე.ი. მაგას არ ეკუთვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები? როგორ აგვიხსნიან ამას ან საელჩოები, ან დიპლომატები, ან ისინი, ვინც აღშფოთდებიან? რა უნდა ექნა სახელმწიფოს?”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაინდრავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

„როგორც ცნობილია, ისტორია მეორდება. თუ პირველ შემთხვევაში ეს არის ტრაგედია, მეორე შემთხვევაში ფარსია. ტრაგედია იყო 100 წლის წინ, როდესაც, შულავერის კომიტეტისა და ქართველი ბოლშევიკების ძალისხმევით, მხარდაჭრით საქართველოში ურდო შემოიჭრა და სისხლში ჩაახშო აქაურობა, ეს დემოკრატიული ქვეყანა. ქაოსი და უამრავი უბედურება მოიტანა. ეს ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ტრაგედია იყო.
დღესაც ვართ მომსწრე ფარსისა, რომელიც ჩვენ თვალწინ თამაშდებოდა მთელი ეს კვირები და თვეები. ზუსტად იგივეა, იმ ბოლშევიკების შთამომავლობაა ახალი ბოლკშევიკების სახით, ზუსტად იმ მეთოდებით მოქმედებენ, რა მეთოდებითაც ისინი მოქმედებდნენ გარედან მართული რუსული ძალების მიერ – იმიტომ, რომ სააკაშვილი არის რუსეთის აგენტი, იყო, არის და იქნება ისევე, როგორც – მისი ბიძა, ნინო ბურჯანაძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი ოქრუაშვილი. ეს ადამიანები, პირდაპირ, ღიად საქართველოში რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან. ის იყო შულავერის კომიტეტი. თუ რამე უკეთურება, ბოროტება, უკანონობა არის ამ წლების განმავლობაში დაგროვილი საქართველოში, ყველამ იმ შულავერის კომიტეტში მოიყარა თავი, რომლისგანაც დღეს საქართველო გათავისუფლდა. პირველ ყოვლისა, მინდა, მადლობა ვუთხრა ირაკლი ღარიბაშვილს. ირაკლი გამორჩეული ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში. მისი გზა ამაზე მეტყველებს. ეს არის კაცი, რომელსაც სწამს ღმერთი, უყვარს ქვეყანა, მზადაა – გადაწყვეტილებები მიიღოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ისეთ პასუხისმგებლობას იღებ შენს თავზე, როგორიცაა ქვეყნის მეთაურობა, უნდა გქონდეს იმის უნარი, შნო, მიიღო რთული გადაწყვეტილებები. ბუნებრივია, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, იმ ქვეყანაში განხორიციელდეს, რომელსაც პრეტენზია აქვს ცივილიზებულ, კანონიერ, განვითრებულ ქვეყანაზე. ჩვენ ასეთი ქვეყანა ვართ და ვიქნებით. ჭკუას ნურავინ გვასწავლის“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, მელიას დაკავება სახელმწიფოებრივი ინტერესი იყო.

„მელია უნდა აეყვანათ. მისი აყვანა სახელმწიფოებრივი ინტერესი იყო. საქართველოში 400 კაცი დადის სამაჯურით. ყველა რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანდეს, ან პოლიტიკური პარტია შექმნან, ყველას უფლება ექნება, რომ სამაჯური მოიხსნან და გადააგდონ? არ გადაიხადონ გირაო? მუქარები შეუთვალონ სახელმწიფოს, სახელმწიფო გამოიწვიონ – რომ არ ასრულებენ კანონს და ფეხებზე ჰკიდიათ კანონი? ასეთი განცხადებები გვესმოდა ჩვენ. სხვებს რა ვუთხრათ? ან იმ ადამიანებს, ვინც საპატიმროებში არიან, რა ვუთხრათ? ხვალ რომ იმათმა დაიწყონ სამაჯურების მოხსნა, ბუნტი რომ მოხდეს ციხეში, მერე რას ვამბობთ? მელია რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, ე.ი. მაგას არ ეკუთვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები? როგორ აგვიხსნიან ამას ან საელჩოები, ან დიპლომატები, ან ისინი, ვინც აღშფოთდებიან? რა უნდა ექნა სახელმწიფოს?
ნიკა მელია არის თოჯინა სააკაშვილის ხელში. ეს კარგად ვიცით ისევე, როგორც ყველა დანარჩენი, ვინც იქ არის. ეს პროცესი იმართება მოსკოვიდან, ამას სათავეში უდგას სააკაშვილი და ბიძამისი, ყოფილი КГБ-ის გენერალი, ახლა – ფეესბე-სი. ეს სულ ასე იყო. ასე იყო, როცა 2008 წელს საქართველოს 20 % რუსეთს ჩააბარეს. ამას დიდი ხანია, ვამბობ. ეგენი რუსეთში გაზრდილები არიან. ადამიანი 90-იანი წლების დასაწყისში რუსეთის КГБ-ის სამჭედლოში რომ წავა სასწავლებლად, იმან რა პროდასავლურობაზე უნდა ილაპარაკოს? ელენე ხოშტარია, ეს გავრილოვის ლეკვი“, – განაცხადა ხაინდრავამ.

კინორეჟისორი ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციების დაანონსებსასაც გამოეხმაურა.

„ყოველთვის ასე იყო. როდის არ გეგმავდნენ? ერთი დღე გამახსენეთ ან არჩევნებმადე ან არჩევნების შემდეგ. ერთი დღე ისეთი გასულა, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ განუცხადებია მასობრივი აქციების შესახებ? ეს იყო დესტაბილიზაციის, ანარქიის მცდელობის ბუდე. მაგათ ამის თავიც არ აქვთ. ეს კურდღელი მელია. ხომ დაინახე, რომ პოლიცია მოვიდა? ხომ იყვნენ იქ ქალები, ახალგაზრდა ბიჭები, გადი, ხომ იძახდა, ისეთი ვაჟკაცი ვარ, ტყვიაც კი აისხლიტებაო. ხომ დაინახა, რომ მოვიდა პოლიცია? გასულიყო. სანამ ყურში ხელი არ მოჰკიდეს, მანამდე კაბინეტში იყო ჩაკეტილი, მერე დაიწყო, გაჩერდითო. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორი ვაჟკაცია. 20 ივნისსაც ვნახეთ, როგორი ვაჟკაცია ყველა. ჩეკისტი პრეზიდენტობის კანდიდატი რომ ჰყვადათ, ვაშაძე, დღესაც რომ რუსეთის უშრიშროებაში მუშაობს. ეგ ჰყავდათ პრეზიდენტობის კანდიდატად. მეტი შულავერის კომიტეტობა რა არის? რუსული ძალის მოყვანა საქართველოში მეტი რა არის?“, – განაცხადა ხაინდრავამ

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები