“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მიმდინარე მოვლენების დროს 17 ადამიანი დაშავდა
“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მიმდინარე მოვლენების დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა. ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს”, – ამის შესახებ “კვირას” საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს.
მათივე ცნობით, მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა.
“2 მოქალაქე ჰოსპიტალიზებულ იქნა თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. კლინიკა უკვე დატოვა ერთმა პაციენტმა, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებას დღის განმავლობაში დატოვებს”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.