კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 244, იმერეთში – 59, გურიაში – 39

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 493 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 244 შემთხვევა, აჭარაში – 7, იმერეთში – 59, ქვემო ქართლში – 22, შიდა ქართლში – 35, გურიაში – 39, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 27, კახეთში – 40, მცხეთა-მთიანეთში – 8, სამცხე-ჯავახეთში – 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

ამავე მონაცემებით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 716, საიდანაც: 1 606 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 747, აჭარაში – 167, იმერეთში – 347. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 321 პირი, მათ შორის, თბილისში – 109, აჭარაში – 35, იმერეთში – 107. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი, მათგან თბილისში – 62, აჭარაში- 7, იმერეთში – 9. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 – თბილისში, 73 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 918 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები