ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 19 869 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 552 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48% – ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 869 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 410 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 459 PCR ტესტით. “ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 493 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 995-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.4%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.4%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 552 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 262 796-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 457 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 493 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 244 შემთხვევა, აჭარა – 7, იმერეთი – 59, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 35, გურია – 39, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27, კახეთი – 40, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 716, საიდანაც: 1 606 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 747, აჭარაში – 167, იმერეთში – 347. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 321 პირი, მათ შორის, თბილისში – 109, აჭარაში – 35, იმერეთში – 107. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი, მათგან თბილისში – 62, აჭარაში- 7, იმერეთში – 9. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 – თბილისში, 73 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 918 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 285 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 105, ხოლო აჭარაში – 90. სულ 6 ოქტომბრიდან – 22 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 082 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 302 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 354 პირი, აჭარაში – 449, იმერეთში – 840” – აღნიშნულია ინფორმაციაში.