დიმიტრი ხუნდაძე: პრაქტიკულად, არ არიან დაშავებულები, მცირედი ტრავმებია მხოლოდ, ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ისინი დღეს ბინაზე უკვე გაეწერებიან

მმართველი გუნდის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, ძალიან ბევრია სამუშაო და ასეთ მასკარადებზე იხარჯება დრო.

ამის შესახებ მან ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის შეფასებისას განაცხადა.

“სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის უზენაესობა არის მთავარი საყრდენი, რომ ქვეყანაში იყოს როგორც პოლიტიკური, ასევე, საზოგადოებრივი წესრიგი და სტაბილურობა, რაც არის აუცილებელი პირობა იმის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ. ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში დასაძლევი, ძალიან ბევრია სამუშაო და ასეთ მასკარადებზე იხარჯება დრო, ენერგია და იკარგება მთავარი პრიორიტეტული საკითხები, როგორიც არის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ეკონომიკური საკითხები, სოციალური პრობლემები. კანონის აღსრულება ეს არის ყველას მხრიდან ვალდებულება და მისი არ აღსრულება არის ძალიან დიდი ხიფათის შემცვლელი. ჯობდა, რომ ნიკანორ მელია დამორჩილებოდა კანონს, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მაგრამ მან ეს არ ისურვა. ეს იყო მათი დესტრუქციული გეგმის ნაწილი, რომ უნდა შემდგარიყო აურზაური, რომელიც არ შედგა. პოლიციამ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენა, პრაქტიკულად, არ არიან დაშავებულები, მცირედი ტრავმებია მხოლოდ, ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ისინი დღეს ბინაზე უკვე გაეწერებიან”, – აღნიშნა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები