ბრიტანეთის ელჩი ენმ-ის ოფისზე შტურმსა და ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.
მარკ კლეიტონმა ყველა მხარეს თავშეკავებულად მოქმედებისკენ მოუწოდა.
“შოკირებული ვარ სცენით, რომელიც დღეს ვნახეთ ,,ნაციონალური მოძრაობის,, მთავარ ოფისთან. ქაოსი და ძალადობა ახლა უკანასკნელი რამაა, რაც საქარველოს სჭირდება. მკაფიოდ მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად დღესაც და მომდევნო დღეებშიც”, – წერს მარკ კლეიტონი “ტვიტერზე”.