“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან რამდენიმე პირი დააკავეს

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან რამდენიმე პირი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, სადაც პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს, ადამიანების დაკავება დაიწყო.

დაკავების მიზეზი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა გახდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-ზე მეტი პირი.

შენობასთან სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

ძალოვანები პარტიის შენობის ოფისში სახანძრო კიბის გამოყენებით შევიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები