თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.
ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.