საქართველოს პარლამენტში 23 თებერვალს იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

საქართველოს პარლამენტის სასახლეში 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება.

პარლამენტის სასახლის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და დედაქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები