არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატის შემადგენლობით ჩამოყალიბდება
არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატის შემადგენლობით ჩამოყალიბდება.
კომისიაში ორი წევრი ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება, ორი – უმრავლესობის დეპუტატი.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, საგამოძიებო კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განსაზღვრა. 4 -დან, 2 “ქართული ოცნების” წევრი იქნება, დარჩენილი ორი ადგილი კი, პარლამენტის უფრაქციო დეპუტატებისთვის არის გათვალისწინებული.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში ოპოზიციის კვოტას “ევროპელი სოციალისტები” შეავსებენ.
ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი კომისიის პირველი სხდომისთვის ემზადებიან და აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საკითხზე, კომისია სიმართლის დასადგენად მნიშვნელოვანი პლატფორმაა.