თამარ გაბუნია: კორონავირუსის ვაქცინის მოწოდების ვადები მიმდინარე კვირაში დადგინდება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის მოწოდების ვადები მიმდინარე კვირაში დადგინდება.
მისივე თქმით, ვაქცინაცია მალე დაიწყება.
„ამ კვირაში დადგინდება მოწოდების ვადები როგორც „კოვაქსის“ ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოსაწოდებლად ხელშეკრულების ფარგლებში. ძალიან ინტენსიური სამუშაო შესრულდა ბოლო ორი კვირის განმვალობაში. ხელშეკრულებების ფორმალიზაცია რამდენიმე ეტაპად ხდება. ეს მოიცავს როგორც გაუთქმელობის ხელშეკრულებას, ასევე, დაზღვევისა და პასუხისმგებლობების გადანაწილების ხელშეკრულებას. ამ ეტაპზე უკვე „იუნისეფთან“ გვაქვს მოლაპარაკება, რათა დადგინდეს, რა ეტაპობრიობით, საიდან, რა ვადებში შემოვა ქვეყანაში ვაქცინა. ამ კვირაში უკვე გვექნება დაზუსტებული ინფორმაცია. აქ საუბარი მაქვს თარიღზე, როდის მოხდება ვაქცინის მოწოდება. ჩვენ ვფიქრობთ, პირველი კვარტალი, რაც იყო თავიდანვე „კოვაქსთან“, ეს შენარჩუნდება. მომდევნო ორი-სამი კვირა იქნება ის პერიოდი, როდესაც ,,ასტრაზენეკას,, ვაქცინის მოწოდებას უზრუნველყოფენ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.