თამარ ტალიაშვილი: მივესალმები საერთო ისტორიულ და გეოპოლიტიკურ რაკურსში საქართველოს შემდგომი განვითარების გეზის ჩამოყალიბებას

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს მმართველი გუნდის დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა კითხვით მიმართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს „მე მივესალმები თქვენს მიერ საერთო ისტორიულ და გეოპოლიტიკურ რაკურსში საქართველოს შემდგომი განვითარების გეზის ჩამოყალიბებას. 1921 წლის 25 თებერვლის 100 წლის თავზე საქართველო კვლავ ოკუპაციის, 2008 წლის ტრაგიკული ომის შედეგებს ებრძვის. ჩემთვის დღეს თქვენი და თქვენს მიერ წარმოდგენილი მინისტრთა შემადგენლობის მხარდაჭერისათვის განმსაზღვრელია თქვენს მიერ სახელმწიფო სამსახურში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარების მიზნით გადადგმული ფუნდამენტური ნაბიჯები. ეს არის კონკრეტული მიღწევები შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროპული სტანდარტის ადამიანის უფლებათა დაცვის რელსებზე გადაყვანა ახალი საპოლიციო კანონმდებლობის სისტემით, დეპოლიტიზების მექანიზმებით და ბევრი სხვა რეფორმით, ეს არის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა პრემიერ მინისტრის რანგში და თანმდევი ინიციატივები. ეს არის ნატოსთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის უპრეცედენტოდ მაღალ ეტაპზე გადაყვანა თქვენს მიერ საქართველოს თავდაცვის ხელმძღვანელობის პერიოდში. სწორედ ეს გამოცდილება მაძლევს მე მტკიცე რწმენას რომ თქვენი სამთავრობო გადაწყვეტილებები იქნება ძლიერი მამოძრავებელი ძალა საქართველოს გარშემო პარტნიორი სახელმწიფოების ქსელის კიდევ უფრო გასაძლიერებლად ევროინტეგრაციის მიზნების მისაღწევად”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა და დაინტერესდა თუ როგორ ხედავს, ამ გზაზე მთავრობის აქტიურ ნაბიჯებს პრემიერობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები