თანხის დაზოგვის უნიკალური შანსი – ბინა „ეკოსითი დიღომში“
სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტი“ ყოველთვის ცდილობს, მომხმარებელს განსაკუთრებული პირობები შესთავაზოს და ბაზარზე სანდო და სასურველ კომპანიად პოზიციონირდეს. მათი განსაკუთრებული ყურადღება ემიგრანტებისკენაა მიმართული და ის შეღავათიანი პირობები, რომლებსაც „მეტი დეველოპმენტი“ ყველა მომხმარებელს სთავაზობს, ემიგრანტების შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტად ხელსაყრელია. კომპანიას საკუთარი შიდა უპროცენტო განვადების სისტემა გააჩნია, რომლით სარგებლობაც ყველას შეუძლია, თუმცა თუ თქვენ ემიგრანტი ხართ, „მეტი დეველოპმენტის“ უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელ კომპლექსებში ბინის შეძენისას არ იხდით იმ 30-პროცენტიან წინასწარ შენატანს, რომელიც, სხვა შემთხვევაში, სავალდებულოა. ემიგრანტებს შეუძლიათ, აღნიშნული 30% 23 თვეზე გადაანაწილონ, შემდეგ კი, გადახდა ბანკის მეშვეობით გააგრძელონ.
ამასთანავე, თუ ემიგრანტი წინსწრებით გადაიხდის ბინის საერთო ღირებულების, მაგალითად, 10%-ს, მიიღებს 15-დოლარიან ფასდაკლებას 1 კვადრატულ მეტრზე. 15%-იანი წინასწარი შენატანის შემთხვევაში, კვადრატულ მეტრს ის 20 დოლარით იაფად შეიძენს.
ეს ის სტანდარტულია პირობებია, რომლებსაც „მეტი დეველოპმენტი“ მომხმარებლებს ყოველდღიურად სთავაზობს, თუმცა ახლა კომპანია იწყებს ახალ აქციას, რომლითაც ის პოტენციურ მობინადრეებს კომპანიის ახალ პროექტში – ეკოსითი დიღომი – ბინის სარფიანად შეძენის უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს.
„ამ აქციის ფარგლებში ბინის შეძენისას, ერთიანი გადახდის შემთხვევაში, მობინადრე კვადრატულ მეტრზე 150-დოლარიან ფასდაკლებას მიიღებს, რის შედეგადაც ის, შეძენილი ფართის მიხედვით, საშუალოდ, 24 ათასიდან 45 ათას ლარამდე შეღავათს მიიღებს. აქცია პირველ ათ ბინაზე ვრცელდება.
რაც შეეხება უშუალოდ ემიგრანტებს, ახალი პროექტის ფარგლებში, 30%-იანი წინასწარი შენატანის ნაცვლად, ისინი შემოიტანენ 15%-ს. დარჩენილი თანხა კი, შიდა უპროცენტო განვადებით, 40 თვეზე გადანაწილდება.
„მეტი დეველოპმენტს“ ემიგრანტების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. შეღავათიანი პირობებით, ჩვენ ვცდილობთ, გავხდეთ ხიდი, რომელიც მათ უცხო ქვეყნებიდან საკუთარ სამშობლოში და რაც მთავარია, თავიანთ სახლებში დააბრუნებს. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენს კომპლექსებში გაყიდული ბინების დიდი ნაწილი სწორედ ემიგრანტებზე მოდის. „მეტი დეველოპმენტი“ უკვე მეორე წელია, არის კომპანია, რომელსაც ემიგრანტები ყველაზე მეტად ენდობიან.“ – აღნიშნავს „მეტი დეველოპმენტის“ გაყიდვების დეპარტამეტის უფროსი თამარ სეფერთელაძე.