კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 64 თბილისში, 28 იმერეთში, 16 კი შიდა ქართლში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 64 თბილისში, 28 იმერეთში, 16 კი შიდა ქართლში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 275 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 736 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 539 PCR ტესტით.
,,დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა, აჭარაში – 11, იმერეთში – 28, ქვემო ქართლში – 1, შიდა ქართლში – 16, გურიაში – 10, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 12, კახეთში – 4, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0., – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.