ეკატერინე ტიკარაძე: ინფიცირების მაჩვენებელი შემცირებულია და გვაქვს მოლოდინი, რომ მოხერხდება ეკონომიკის გახსნა, თუმცა მნიშვნელოვანია ყოველი ორი კვირის შედეგების გაანალიზება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე ეკონომიკის გახსნის გარკვეული მოლოდინი არსებობს.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც პირველი ფაზის, ასევე მეორე ფაზის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანია ყოველი ორი კვირის შედეგების გაანალიზება. გვჭირდება ათი დღის დაკვირვება და უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, რომელი სექტორი იქნება შემდეგი, სადაც შეზღუდვებს შევამსუბუქებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები