ეკატერინე ტიკარაძე: აქტიური ძალისხმევისა და თანმიმდევრული მოქმედების შედეგად, სახეზეა გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სურათი და ნაწილობრივ გახსნილი ეკონომიკა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს აქტიური ძალისხმევის შედეგად, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სურათი გაუმჯობესებულია.
მისივე შეფასებით, პანდემიის პირობებში ქვეყანამ ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა შეინარჩუნა.
“COVID-19-ის პანდემია ჯერ კიდევ რჩება მთავარ გლობალურ გამოწვევად. ჩვენი აქტიური ძალისხმევისა და თანმიმდევრული მოქმედების შედეგად, დღეს სახეზეა გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სურათი და ნაწილობრივ გახსნილი ეკონომიკა. ჩვენ ერთად გავიარეთ საკმაოდ რთული წელიწადი, თუმცა შევძელით და შევინარჩუნეთ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდოლომოგიური მდგომარეობა სტაბილურია, ჩვენ უწყვეტად ვაგრძელებთ მოქმედებებს პანდემიის გამოწვევებზე რეაგირებისთვის”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.