კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 132 თბილისში, 35 კი იმერეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 258 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 132 შემთხვევა, აჭარაში – 7, იმერეთში – 35, ქვემო ქართლში – 8, შიდა ქართლში – 16, გურიაში – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 19, კახეთში -16, მცხეთა-მთიანეთში – 3, სამცხე-ჯავახეთში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 257, საიდანაც: 1 723 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  735, აჭარაში – 192, იმერეთში – 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 344 პირი, მათ შორის, თბილისში – 117, აჭარაში – 39, იმერეთში – 114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 96 პირი, მათგან თბილისში – 61, აჭარაში- 9, იმერეთში – 9. 231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126 – თბილისში, 90 – აჭარაში, 14 – იმერეთში. 1 303 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები