“სტუდენტურ დერბში” “ევროპის უნივერსიტეტის” გუნდმა გაიმარჯვა
ფუტსალის ლიგა 2-ის II ტურის შეხვედრები “ევროპის უნივერსიტეტისა” და საქართველოს უნივერსიტეტის მატჩით დასრულდა.
“სტუდენტურ დერბიში” “ევროპის უნივერსიტეტის” გუნდმა 4:2 გაიმარჯვა.
დერბის პირველი ტაიმი ფრედ 2:2 წარიმართა. შეხვედრის განახლებიდან ერთ წუთში EU დაწინაურდა, მატჩის დასრულებამდე კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო და პირველი სამი ქულა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი გიორგი ლაზვიაშვილმა გაიფორმა, “ევროპის უნივერსიტეტს” კი ორი გოლით გიორგი კუპრეიშვილი დაეხმარა.
27 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში სტარტს ფუტსალის ლიგის თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპი აიღებს.