„განსაკუთრებით რადიკალური და პრინციპული იმ საკითხში, რომ უნდა მოგვეხსნა იმუნიტეტი ნიკა მელიასთვის, სწორედ გიორგი გახარია იყო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს პატიმრობის შესახებ, ის აუცილებლად უნდა შესრულდეს, მაგრამ პოლიტიკური ნაწილი შეიძლება იყოს – რა დროს და რა ფორმით უნდა მოხდეს აყვანა, რომ ზიანო იყოს ნაკლები. ამ დროს პრემიერის სიტყვა არის გადამწყვეტი და თუ ის იტყოდა, რომ – არა, ბუნებრივია, ასე არ მოხდებოდა.

„დღესაც მიმაჩნია, რომ ეს იყო გაუგებარი და ამავდროულად, შეუწყნარებელი გადაწყვეტილება. არ შემიძლია ამის გაგება. ვართ ერთი გუნდი, ვაკეთებთ ერთ საქმეს. როდესაც უმრავლესობაში გვქონდა მსჯელობა ბევრ საკითხზე, მათ შორის ეს საკითხიც იყო, იმდენად ერთსულოვანი ვიყავით გუნდი და განსაკუთრებით რადიკალური და პრინციპული ამ საკითხში, რომ უნდა მოგვეხსნა იმუნიტეტი, სწორედ გიორგი გახარია იყო.

როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს პატიმრობის შესახებ, ის აუცილებლად უნდა შესრულდეს, მაგრამ პოლიტიკური ნაწილი შეიძლება იყოს – რა დროს და რა ფორმით უნდა მოხდეს აყვანა, რომ ზიანო იყოს ნაკლები. ამ დროს პრემიერის სიტყვა არის გადამწყვეტი და თუ ის იტყოდა, რომ – არა, ბუნებრივია, ასე არ მოხდებოდა და ამ დროს გამოხვიდე ასეთი განცხადებით, გადადგე თანამდებობიდან, არ მესმის. ამავე დროს, როდესაც ამბობს, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, მასზე უკეთ არავინ იცის, რომ პოლარიზაციის ავტორი არის მიხეილ სააკაშვილი და „ნაციიონალური მოძრაობა“. ეს არის ძალა, ლიდერი, რომელთაც არ შეუძლიათ პოლარიზაციის გარეშე. ეს არის მათი ბუნებრივი გარემო და ეს კარგად დაინახა მრავალგზის“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.