მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ ობიექტური სურათის დანახვის და შეფასების შესაძლებლობები ჰქონდეთ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ლიეტუველ კოლეგას, ჟიგიმანტას პავილიონისს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ ურთიერთობებზე და იმ მხარდაჭერაზე ისაუბრეს, რასაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ახორციელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

მაკა ბოჭორიშვილი სტუმარს საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნო.

ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა შეხვედრისას ისაუბრეს, როგორც რეგიონში არსებულ ისე, გლობალურ გამოწვევებზე.

ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჰქონდეთ ობიექტური სურათის დანახვის და შეფასების შესაძლებლობები იმ პროცესების მიმართ, რაც საქართველოში მიმდინარეობს. ისინი მხარს უჭერენ, რომ საქართველოში იყოს ის პოლიტიკური გარემო, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები