ჟიგიმანტას პავილიონისი – ჩვენ გვჭირდება საქართველო როგორც ლიდერი და ჩემპიონი, ამისთვის თქვენ გჭირდებათ შიდა სიტუაციის დეესკალაცია და დიალოგის გზის პოვნა

ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ​მან მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ლიეტუვა, როგორც საქართველოს მეგობარი სახელმწიფო, მზადაა, ჩაერთოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში.

„ჩვენ გვქონდა ნამდვილად კარგი საუბარი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. ვფიქრობ, ახლა, ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაციის მოსვლასთან და ევროკავშირში ახალ ენერგიასთან ერთად, რომელიც ფოკუსირებულია დემოკრატიაზე, საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა ჩნდება. ასე რომ, მსურს, საქართველო იყოს ჩემპიონი ამ სფეროში, რადგან საქართველო არის შუქურა კავკასიაში. კავკასიის რეგიონში რთული სიტუაცია გაქვთ და ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ ამ რეგიონის სტაბილურობაში. ჩვენ გვჭირდება საქართველო როგორც ლიდერი და ჩემპიონი. ამისთვის თქვენ გჭირდებათ შიდა სიტუაციის დეესკალაცია და დიალოგის გზის პოვნა. ის, რის თქმასაც ჩვენ ვცდილობთ და რასაც გავიმეორებთ ყველა დონეზე, ჩემს საგარეო საქმეთა სამინისტროში, პრეზიდენტთან, რომელიც შესაძლოა, ჩამოვიდეს ამ ქვეყანაში, არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ პროცესში ჩვენი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. გაკვეთილი, რომელიც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ მემარჯვენემ და მემარცხენემ უნდა იმუშაოს ერთად – სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. რამდენადაც შეგვიძლია, ყველა მხარეზე მეგობრების ყოლით და მთელი გულით, საქართველოს სიყვარულით, ჩვენ მზად ვართ, ეს გავაკეთოთ. არ მგონია, ოდესმე იპოვოთ ერთი პოლიტიკოსი ევროპაში, რომელიც მკერდზე ატარებს ქართულ ჯვარს. მე შემიძლია, გაჩვენოთ ის. მას ყოველ დღე ვატარებ. ჩვენ ნამდვილად მზად ვართ თქვენს დასახმარებლად. გთხოვთ, გააკეთოთ ის, რაც შესაძლებელია გაერთიანებისთვის. თქვენ ხვალ გაქვთ კონსტიტუციის დღე, მომავალ კვირას კი – ოკუპაციიდან 100-წლისთავი. მოდით, აღვნიშნოთ ეს თარიღები როგორც ერთიანობისა და დიალოგის დღეები. ვიმედოვნებ, ორივე მხარე იპოვის ძალას ამის გასაკეთებლად“ – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები