გუდაუთაში საოჯახო ტიპის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში საოჯახო ტიპის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 1 და 3 წლის  ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ე.წ.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სასტუმროში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა. ცეცხლი შენობის რამდენიმე სართულს სწრაფად მოედო.

ცეცხლის ქრობის პროცესში 3 სახანძრო ბრიგადა იყო ჩართული. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები